00:38 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-16 13:31:47, 659 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ჟენევაში საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი ხელმძღვანელობდა.

“ღონისძიების პარალელურად, დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ყაზახეთის, გაეროს და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან.
აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics