2023-12-15 13:32:35, 671 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი „Glock GmbH“ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „Glock GmbH“ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საერთაშორისო გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტთან და რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე კომპანიასა და თავდაცვის უწყებას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს საქართველოში სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობა და სიახლეები გააცნო.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში საქმიანობის გაფართოების კუთხით დაინტერესება გამოხატეს და ადგილობრივი წარმოების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მიიღეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),