09:01 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 13:22:41, 629 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა პრეზიდენტზე - ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას - მერე ვერ დავიცავთ

ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას - მერე ვერ დავიცავთ,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

როგორც ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ზურაბიშვილი "უპრინციპოებისა და უთავმოყვარეო ხელმოცარულების მხარეს გადავიდა".

"ახლა თუ იცვლის პოზიციას, არ მიკვირს იმიტომ, რომ გადავიდა უპრინციპოებთან, უთავმოყვარეო ხელმოცარულებთან, რომელთათვისაც სიტყვა სიტყვა არ არის, წინადადება წინადადება არ არის, ღირსება ღირსება არ არის. დააკვირდით აბა, გუშინ ვინც შეიკრიბა, დიდი უმრავლესობა - პუფები, ხელმოცარულები - ზოგი ერთამენეთს აგინებდა, სამარცხვინო იყო.

პრეზიდენტი შემჩნეულია უკვე, დიდი ხანია იხრებოდა ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ, ის აირჩია ქართველმა ხალხმა ჩვენი ხელშეწყობით. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ყველა დამნაშავე უნდა იყოს ციხეში - ნუ გადააბიჯებს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას, მერე ვერ დავიცავთ",- ამბობს ზარქუა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics