|
2023-12-13 21:11:17, 694 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მოლოდოვისთვისა და უკრაინისთვის
ნებისმიერი უკუსვლა და ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში დასკვნით მიღებაზე განაცხადა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მოლდოვისთვისა და უკრაინისთვის, "იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება ასევე პოზიტიური არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ასევე მოლოდოვისა და უკრაინისთვის. რადგან, ნებისმიერი უკუსვლა, ნებისმიერი ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის და ეს არის ის გზავნილი, რაც მე მინდა დღეს გავიდეს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან. რამეთუ, ამ დღეებში მათი გადაწყვეტილებები უკრაინის ომის მიმართ, იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი. ჩვენ არცერთს არ გვაქვს უფლება, რომ რამე დავუთმოთ რუსეთს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)