2023-12-13 18:52:28, 523 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი - 2024 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე 579 მლნ ლარი დაიხარჯება
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე 579 მლნ ლარი დაიხარჯება.
გამოყოფილი თანხა მოიცავს, მათ შორის:
- შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დასაფინანსებლად მიიმართება 200 მლნ ლარი, ტექნიკის თანადაფინანსებისათვის 20 მლნ ლარი, ხოლო გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებისათვის 17 მლნ ლარი;
- მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამისთვის 54 მლნ ლარი;
- დანერგე-მომავლის დასაფინანსებლად 26 მლნ ლარი, ხოლო აგროდაზღვევისათვის 12 მლნ ლარი;
- თხილის წარმოების და მერძევეობის ხელშეწყობისათვის 20-20 მლნ ლარი;
- სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვისათვის 64 მლნ ლარი;
- სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის 79 მლნ ლარამდე.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),