|
2023-12-12 15:34:10, 896 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე - პრეზიდენტის ღონისძიება დეპოლარიზებაში ვერ დაგვეხმარება, მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ
ღონისძიებაზე მოწვევა მივიღე. მთლიანობაში, პრეზიდენტის კამპანიას, რომ ქართველი ერის ხმა მიაწოდოს ევროკავშირს, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტული ღონისძიება ვერ შეასრულებს იმ ამოცანას, რაც მას აკისრია, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა. ბაქრაძის თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. "ღონისძიებაზე მოწვევა მივიღე. მთლიანობაში, პრეზიდენტის კამპანიას, რომ ქართველი ერის ხმა მიაწოდოს ევროკავშირს, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტული ღონისძიება ვერ შეასრულებს იმ ამოცანას, რაც მას აკისრია. ის ვერანაირად ვერ დაგვეხმარება დეპოლარიზებაში და პირიქით. ვინაიდან, ერთი მხრივ, ამ ღონისძიებაში არ მონაწილეობენ ყოფილი თანამდებობის ძალიან მნიშვნელოვანი პირები, ფიგურები - ისეთები, როგორებიც არიან ყოფილი პრეზიდენტები. დეპოლარიზების ნაცვლად, პირიქით გამოჩნდება, თუ როგორი დაპირისპირება და უფსკრულია ქართულ პოლიტიკაში. მიმაჩნია, რომ ამ ფორმით ეს ღონისძიება საკუთარ ფუნქციას ვერ შეასრულებს და ამიტომ, მასში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ", - განაცხადა ბაქრაძემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 13 დეკემბერს, „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები დიპლომატიურ კორპუსს გადაეცემა. პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდის საშუალებით გამართულ შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წევრებიც დაესწრებიან. ზურაბიშვილის პეტიციაზე - "ჩვენი ხმა ევროპას" ხელმოწერების შეგროვება ნოემბრის დასაწყისში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. პეტიციაზე ხელმოწერით საქართველოს მოქალაქეები ევროპის ლიდერებს მიმართავენ, რომ დეკემბერში ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. პეტიციაზე ხელმოწერა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ისე ორბელიანების სასახლეში მისვლით. პეტიციაზე ხელის მოსაწერად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)