|
2023-12-12 12:10:12, 588 ნახვა
საზოგადოება
გლდანის გამგეობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
გლდანის რაიონის გამგეობის 2023 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კალაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. „მიმდინარე წლის განმავლობაში, გლდანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 109 086 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი 13 მისამართზე მოეწყო; რაიონს 6 მრავალფუნქციური სკვერი შეემატა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 126 მისამართზე ჩატარდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები კი 3 მისამართზე განთავსდა; გრუნტის დამჭერი კედლის და კიბე-პანდუსის მოწყობა 6 მისამართზე დასრულდა; 46 მისამართზე ჩატარდა სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 4 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, 29 მისამართზე კი - რეაბილიტირდა; სამ მისამართზე საერთო სარგებლობის აივნების გამაგრება განხორციელდა. შშმ პირებისთვის ელექტრო პანდუსების მოწყობის სამუშაოები 6 მისამართზე ჩატარდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს 219 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, საცხოვრებელ კორპუსში სახურავი და წყალსაწრეტი მილები 78 შეიცვალა; 52 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 34 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ხუთი ღონისძიება ჩაატარა, სამი წინა საახალწლო ღონისძიება ამჟამად მიმდინარეობს. ღონისძიების ბოლოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლები მადლობის სიგელით დააჯილდოვა. პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, გლდანის რაიონის გამგეობის სამოქალაქო საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)