11:54 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-10 15:29:12, 921 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - რასაც განათლების სამინისტრო აკეთებს, ყოველგვარ ზღვარს არის გადასული

დღეს, რასაც განათლების სამინისტრო აკეთებს, უკვე ყოველგვარ ზღვარს არის  გადასული,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, სკოლების სრული პოლიტიზება მიმდინარეობს.

„ჩვენ ვნახეთ, ხელისუფლება როგორ დევნიდა პოლიტიკური ნიშნით მასწავლებლებს, მაგრამ დღეს, რასაც განათლების სამინისტრო აკეთებს, უკვე ყოველგვარ ზღვარს არის  გადასული. ჩვენ ვხედავთ, როგორ ახდენს სკოლების სრულ პოლიტიზებას, სახელისუფლებო კონტროლს; როგორ დევნიან მასწავლებლებს და დირექტორების კანდიდატებს განსხვავებული, ჯანსაღი, კრიტიკული პოზიციის გამო. მე გუშინ შევხვდი ათობით მასწავლებელს, მოვისმინე მათი წუხილი, მათი პრობლემები და მოვისმინე, თუ როგორ დევნის და როგორ ზღუდავს ყოველ ფეხის ნაბიჯზე მათ სისტემა.

ჩვენ ფიზიკურად ვერაფერს ვიზამთ ასე, ვერ ვასწავლით მომავალ თაობას თავისუფლებას, თუ არ დავიცავით ამ ადამიანების სიტყვის თავისუფლება; თუ არ უზრუნველყავით ის, რომ სკოლაში მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლად თავიანთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.

ახლაც და მომავალშიც ვიდგები მათ გვერდით, ვიბრძოლებ ბოლომდე; ვიბრძოლებთ ბოლომდე თითოეული მათგანის დასაცავად; ვიბრძოლებ ბოლომდე თქვენი სიტყვის თავისუფლებისთვის. დიახ, მე ვიდგები ამ ადამიანების გვერდით, ამ უდიდესი კომპეტენციის მქონე მასწავლებლების გვერდით, რომლებიც ისჯებიან იმისთვის, რომ მათ სურთ ევროპა; რომლებიც ისჯებიან იმისთვის, რომ მათ არ უნდათ რუსეთი",- თქვა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics