2023-12-09 17:25:16, 955 ნახვა
საზოგადოება
15 დეკემბრის ჩათვლით თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მიმდინარე წლის 8 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება.
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, არაგვის ხიდზე (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება, ხოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,