07:07 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 16:00:30, 537 ნახვა

საზოგადოება
გურიის რეგიონში ეროვნული პარკი იქმნება

ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული კვლევებისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, გურიის ეროვნული პარკის საბოლოო საზღვრები მოინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტი საჯარო განხილვის ფორმატში მოსახლეობას წარედგინა. გურიაში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა მხარის ადმინისტრაციის და ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ინიციატივით ხორციელდება.

„აღსანიშნია, რომ 2019 წლიდან კვლევები ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) თბილისის ოფისის მიერ, შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა - შეფასდა გურიის უნიკალური ბუნებრივი რესურსები, ეკოსისტემები, განხორციელდა საქართველოს და საერთაშორისო წითელი ნუსხის, CITES კონვენციით დაცული და ენდემური მცენარეთა სახეობები, ტყის და მდელოების ტიპები და მათი ეკოლოგიური მდგომარეობა, ჩატარდა ზოოლოგიური კვლევები, ასევე, ტურიზმის განვითარების პოტენციალის შეფასება.

გურიაში ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს უნიკალური ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების დაცვას, რეგიონის ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის და რეგიონის მდგრად განვითარებას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრას მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics