|
2023-12-08 11:32:42, 733 ნახვა
საზოგადოება
როგორ შევარჩიოთ ცენტრალური გათბობის სისტემები?
საქართველოს ბაზარზე თერმოინდუსტრია ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ევროპული პროდუქციისა და გამოცდილი პერსონალის დამსახურებით ლიდერობს. კომპანიის ასორტიმენტი განსაკუთრებულად მრავალფეროვანია, რაც მის კონკურენტუნარიანობას განაპირობებს. ზამთრის დადგომასთან ერთად ცენტრალური გათბობის სისტემებზე მოთხოვნა გაიზარდა. როდესაც გათბობის სისტემებს არჩევთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. რა ტიპის სისტემები არსებობს? გათბობის სისტემები ავტონომიურ და ინდივიდუალური გამოყენების მოწყობილობებად იყოფა. არსებობს რადიატორული და იატაკის გათბობის სისტემები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, იატაკის ქვეშ განთავსებული გათბობის მილები თანაბრად ათბობს სივრცეს. განვიხილოთ გათბობის ორი ყველაზე მოთხოვნადი გათბობის სისტემის ტიპი.
აღნიშნული სისტემა ენერგიის წყაროდ ბუნებრივ აირს იყენებს. მისი პოპულარობა იზრდება, რადგან ის შედარებით ეკონომიურია სხვა გათბობის სისტემებზე.
გათბობის ელექტრო სისტემები ძირითადად დროებით საცხოვრებლებში გამოიყენება. მისი გამოყენება შედარებით უფრო ძვირი ჯდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი დამონტაჟება უფრო მარტივია გაზზე მომუშავე სისტემასთან შედარებით. ის კარგი არჩევანია საზაფხულო აგარაკებისთვის, სადაც ადამიანები სეზონურად ისვენებენ. რა უნდა გაითვალისწინოთ სისტემის მონტაჟამდე?
თუ გათბობის სისტემას გასარემონტებელი სივრცისთვის არჩევთ, უმჯობესია გათბობის მილები იატაკში განთავსდეს. გარემონტებული ბინის შემთხვევაში კი მილები შეგიძლიათ კედლებზე განათავსოთ.
თუ ეს პროცესი არასწორად წარიმართა და სახლში რადიატორების არასაკმარისი რაოდენობა დამონტაჟდა, სივრცე სათანადოდ ვერ გათბება, შესაბამისად, ტემპერატურულ კომფორტს ვერ მიიღებთ.. გათბობის სისტემების მონტაჟისას აუცილებლად უნდა მიმართოთ პროფესიონალ სპეციალისტებს, რათა კუსტარულად დამონტაჟებულმა აგრეგატებმა დისკომფორტი არ შეგიქმნათ და სარემონტო ხარჯები არ გაგიორმაგოთ. ეწვიეთ საიტს: www.thermoindustria.com/
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)