09:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 09:46:57, 623 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის გამგეობამ 2023 წელს შესრულებული პროექტების ანგარიში წარადგინა

​კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2023 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორის აღსანიშნავია სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია, რომელიც 4 მისამართზე განხორციელდა. სპორტული მოედნები მოეწყო ან რეაბილიტირდა 3 მისამართზე. ასფალტის საფარი შეიცვალა 21 608 კვ.მ ფართობზე.

მათივე ცნობით, ასევე, მიმდინარე წელს დასრულდა სამი დიდი პროექტი - ზემო ფონიჭალის სკვერი, იოსებ გრიშაშვილის სახელობის ღია მუზეუმი და თაბორის მთის ტურისტული ბილიკი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 150-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.

„მთელი წლის განმავლობაში, ჩვენი გუნდი ცდილობდა თითოეული პრობლემა მოგვეგვარებინა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, გვეზრუნა მათ ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა თუ კომფორტზე. ამასთანავე, ჩვენ განვახორციელეთ ძალიან საინტერესო პროექტები. მაგალითად, ზემო ფონიჭალაში დავასრულეთ სკვერის მშენებლობა, რომელიც საკმაოდ გაჭიანურდა, თუმცა დღეს მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. დავასრულეთ ქვემო ფონიჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პირველი ეტაპიც. გავხსენით იოსებ გრიშაშვილის სახელობის სრულიად განსხვავებული ღია მუზეუმი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მოსახლეობის თხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, მომავალ წელსაც არაერთ საინტერესო პროექტს გპირდებით“, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ.

პრეზენტაციაზე რაიონის გამგებელმა 2024 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე,  რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics