05:56 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 18:21:36, 1263 ნახვა

სამართალი
საგარეჯოში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საგარეჯოში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოტახნის წინ მიიღო.

საქმის პროკურორის განცხადებუთ, სხდომაზე განამარტა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება 30 ნოემბერს წარუდგინა.

გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ხ.-მ მიიჩნია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა ნ.დ.-მ მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან თვლიდა, რომ დაზარალებულს როგორც ქალს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება. აღნიშნულის გამო 28 ნოემბერს, ბრალდებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლის ოჯახში მივიდა და ნ.დ.-ს და მის მეუღლეს ი.ჯ.-ს, ამ უკანასკნელის დედის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.დ. საავადმყოფოში გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics