20:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 09:15:25, 845 ნახვა

მსოფლიო
კირბი - აშშ მუშაობს კიევთან, რათა უკრაინა რუსეთის მოსალოდნელი ზამთრის თავდასხმისთვის მოემზადოს

ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს კიევთან, რათა უკრაინა მოსალოდნელი ზამთრის თავდასხმისთვის მოემზადოს,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

როგორც კირბიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეერთებულ შტატებს აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი ზამთარში უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას შეეცდება.

მისივე თქმით, აშშ მუშაობს უკრაინისთვის, მათ შორის, საჭირო დახმარების უზრუნველსაყოფად, რათა მოსახლეობა ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი იყოს.

"მრავალი თვის განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, რათა მომზადებული ვყოფილიყავით ამ საგანგებო სიტუაციისთვის. როგორც გახსოვთ, ეს იყო განხილვის მთავარი თემა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სექტემბერში თეთრ სახლს ეწვია.

ამ ზამთრამდე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დაავალეს შეერთებული შტატების მთავრობას, ისევე როგორც შარშან, წელსაც პრიორიტეტი ამ ძალისხმევისთვის მიენიჭებინათ",- განაცხადა კირბიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics