|
2023-11-30 11:30:33, 608 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურის ორგანიზებით და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, პროკურატურის მენეჯერების წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, პროკურატურის მენეჯერების წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გენერალური პროკურატურის ცნობით, ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. გენერალურმა პროკურორმა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრა ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის და ასევე ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე მსჯელობისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ირაკლი შოთაძემ ისაუბრა პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოებასა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. გენერალურმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პროკურატურის მიღწევებზეც. ირაკლი შოთაძის თქმით, კიბერდანაშაული მთელი მსოფლიოს მასშტაბით სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და სწორედ ამ ტიპის დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით სპეციალური დანაყოფი შეიქმნა. ირაკლი შოთაძემ ხაზი გაუსვა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს როლს და აღნიშნა, რომ საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს პროკურატურასა და მოქალაქეებს შორის მჭიდრო კოორდინაცია, რათა იმ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც შედეგად ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, დაზარალებულთა უფლებამონაცვლეები სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულები. გენერალურმა პროკურორმა ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობაზე. ირაკლი შოთაძემ მიმოიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში, ლენა ოუენსმა. "აშშ-ის საელჩო მოხარულია, რომ პროკურორთა ყოველწლიურ შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრას მხარს უჭერს, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა პროკურორებისა და მათი ხელმძღვანელებისთვის, რეგულარულად განიხილონ სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, რაც პროკურატურის მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს",- განაცხადა ლენა ოუენსმა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასა და სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი; სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ცვლილება - ახალი აღკვეთის ღონისძიების- ელექტრონული მონიტორინგის პროექტი; საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები; პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოება; სიცოცხლის ხელყოფის საქმეების გამოძიების და სასამართლო განხილვის დროს გამოვლენილი სირთულეები და მათი გავლენა შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე; თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი და რეკომენდაციები. ასევე, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული სიახლეები და ტენდენციები. შეხვედრაზე, თბილისის პროკურატურის და საოლქო პროკურატურების ხელმძღვანელებმა თბილისსა და რეგიონებში არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. პროკურატურის მენეჯერების შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ყოველწლიურად იმართება.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)