22:52 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 09:32:51, 703 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი მიმდინარე კვირაში ისრაელში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიმდინარე კვირაში ისრაელში ჩავა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე, ბლინკენი ისრაელის გარდა, ბელგიას, ჩრდილოეთ მაკედონიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიეროებსაც ეწვევა.

"ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტისას, ენტონი ბლინკენი განიხილავს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, ასევე მცდელობებს დარჩენილი მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ღაზაში ისრაელის ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაჩქარებას",- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის რიგით მესამე ვიზიტია ისრაელში მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ქვეყანაზე მოულოდნელი საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო. ბლინკენი ისრაელში პირველად 12 ოქტომბერს ჩავიდა, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მეორე ვიზიტი 3 ნოემბერს შედგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics