00:22 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 17:38:39, 666 ნახვა

მსოფლიო
BBC - „ჰამასმა“ ისრაელთან მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებში დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა

„ჰამასმა“ ისრაელთან მოლაპარაკებებში დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, რის გამოც ზავის ამოქმედება გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიასაშუალების კორესპონდენტი ორლა გერინი ისრაელის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დადებული შეთანხმება შეფერხებულია.

რას ითვალისწინებს „ჰამასის“ დამატებითი მოთხოვნები, ჯერჯერობით უცნობია.

"შეთანხმება თავდაპირველად ოთხდღიან ცეცხლის შეწყვეტასა და "ჰამასის" მიერ აყვანილი 50 მძევლის გაცვლას ითვალისწინებდა ისრაელის პატიმრობაში მყოფ 150 პალესტინელში.

გუშინ მიღწეული შეთანხმება ძალაში დღეს უნდა შესულიყო, თუმცა ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ შეთანხმების ამოქმედება პარასკევამდე გადაიდო", - წერს ორლა გერინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics