00:21 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 17:13:00, 693 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანში „ჰეზბოლას“ ლიდერს შეხვდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ლიბანში „ჰეზბოლას“ ლიდერს, ჰასან ნასრალას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური გამოცემა Naharnet-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნასრალამ ამირ-აბდოლაჰიანთან განიხილა ბოლო მოვლენები პალესტინასა და ლიბანში, საუბარი ასევე შეეხო ღაზას სექტორში კონფლიქტის შეჩერების მცდელობებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ჰეზბოლას" ლიდერს განუცხადა, რომ თუ ისრაელ-„ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება არ ამოქმედდება, ღაზას სექტორში მიმდინარე ომი, დიდი ალბათობით, სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება.

”ჩვენ არ ვცდილობთ ომის ფარგლების გაფართოებას”, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. 

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ დროის განმავლობაში გამოცხადდება ცეცხლის შეწყვეტის პაუზებიც.

ამასთან, 22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში დღეს, 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, დღეს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics