23:37 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 14:24:09, 791 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ზურაბიშვილის განცხადება, რომ რუსული ენის გაგონება პრობლემაა ქართველი ხალხისთვის, აბსოლუტური ქსენოფობიაა

სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ რუსული ენის გაგონება პრობლემაა ქართველი ხალხისთვის, ეს არის აბსოლუტური ქსენოფობია, რომელსაც ყველა უნდა გაემიჯნოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საუბარი ეროვნებაზე, ეთნოსზე "დასაძრახია".

"რუსეთს აქვს ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებული, ეს ოკუპაცია არის დასასრულებელი და ამ ოკუპაციის დასრულება მნიშვნელოვანია დამატებითი მსხვერპლის გარეშე, რაც მთავარია და არა ისე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას" წარმოუდგენია, რომ ცეცხლით და მახვილით უნდა იყოს საქართველოში ბრძოლა. ჩვენი ამოცანა არის ეს.

რაც შეეხება რუსებს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში - ხაზი უნდა გაესვას, რომ საუბარია მოქალაქეებზე და არა მხოლოდ ეთნიკურად რუსებზე, მათ შორის არიან ეთნიკურად ქართველები, ისინი, ვისაც აქვთ კავშირი საქართველოსთან და სწორედ იმიტომ, რომ დაიწყო აგრესიული ომი, დაბრუნდნენ საკუთარ კერაზე, ხოლო რაც შეეხებათ ეთნიკურად რუსებს, ნებისმიერი ქსენოფობიური განცხადება, მათ შორის - ამასწინათ, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაკეთებული ქსენოფობიური განცხადება, რომ რუსული ენის გაგონება პრობლემაა ქართველი ხალხისთვის, ეს არის აბსოლუტური ქსენოფობია, რომელსაც ყველა უნდა გაემიჯნოს. 

ყველაფერთან ერთად, ჩვენ, საქართველოში 10 ათასზე მეტი მოქალაქე გვყავს, რომლისთვისაც რუსული ენა მშობლიური ენაა. ასეთი საუბარი ეროვნებაზე, ეთნოსზე არის ქსენოფობია, რაც არის დასაძრახი. არ მიკვირს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან...",- თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "შემაშფოთებელია, როცა საქართველოში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და სჯერათ, რომ სახლში არიან".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics