23:37 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 13:34:24, 791 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მე არაფორმალურად ვერავინ ვერ მმართავს

მე არაფორმალურად ვერავინ ვერ მმართავს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას "საკუთარ თავზე იღებს".

"მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ჯერ ერთი, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი, ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს პოლიტიკურ საბჭოში. მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას; მე ვიღებ ჩემ თავზე ხელმძღვანელობას; მე ვიღებ ჩემ თავზე იმას, რომ რეინტეგრაცია მოხდეს პარტიის და პარტია იყოს გახსნილი სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვის ასევე. ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და ძალიან სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

ისმოდა  ხშირად, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამასახელონ მე. პრემიერ-მინისტრის დასახელება ჯერ არის ძალიან ადრე, ჩემო მეგობრებო, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები იმიტომ, რომ ჩვენ მივდივართ გასამარჯვებლად და არა საპატიო მეორე ადგილისთვის...

როდესაც იძახიან არაფორმალურ მმართველობაზე, მე არაფორმალურად ვერავინ ვერ მმართავს და თუ ჩემს მმართველობაზეა საუბარი არაფორმალურად, მე იმ პირობებში აღმოვჩნდი, როგორც აღმოვჩნდი არა ჩემი ნებით, ამის გამო პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი იმ პარტიაზე და იმ ბრძოლაზე, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს",- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას საქმეზე მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics