|
2023-11-20 09:49:39, 571 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ზურაბიშვილი რაღაც მომენტში გახდა რადიკალური ოპოზიციის ნაწილი - პირდაპირ ჩაერთო კამპანიაში, რომელიც მიმართული იყო სტატუსის წინააღმდეგ
სალომე ზურაბიშვილი რაღაც მომენტში გახდა რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ის პირდაპირ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POS TV-ის გადაცემაში "კვირის პოსტი" განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ლობირებდნენ, "პარალელურად კი, პრეზიდენტი და რადიკალური ოპოზიცია საწინააღმდეგო გზავნილებით მიდიოდნენ". კობახიძის შეფასებით, აღნიშნული ქმედება იყო საბოტაჟი, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას ისახავდა მიზნად. "გვახსოვს, რა გზავნილებით გამოდიოდა ის საქართველოს პარლამენტის შენობაში და ეს გზავნილები პირდაპირ მიდის კონკრეტულ კაბინეტებამდე ევროპულ დედაქალაქებში და ლოგიკურად უნდა ვიმსჯელოთ იმაზეც, რომ იმავე გზავნილებით მიდიოდა ის ევროპელ პარტნიორებთან. ანუ, ერთის მხრივ იყო საქართველოს ხელისუფლება - პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, რომლებიც დადიოდნენ ევროპულ დედაქალაქებში და ლობირებდნენ საქართველოს სასარგებლოდ, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი და ამასთან ერთად დადიოდნენ რადიკალური ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც საწინააღმდეგო მესიჯებით მიდიოდნენ. მიდის მთავრობა და ამბობს, რომ მივყვებით გეგმას - მიდიან სალომე ზურაბიშვილი და "ნაციონალურ მოძრაობა" და ამბობენ, რომ არაფერი კეთდება ხელისუფლების მხრიდან ამ მიზნის მისაღწევად. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვეულებრივი საბოტაჟი, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი... დღემდე ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება - ეს მათი გზავნილებია, რომლებიც პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ ქვეყანას არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებშიც კი, როდესაც პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის, აქაც კი აგრძელებენ ამ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის წარმოებას, რაც მათ ბუნებაზე მეტყველებს. ისინი რეალურად, ყოველთვის მოქმედებდნენ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და ახლაც ასე მოქმედებას აგრძელებენ", - თქვა კობახიძემ.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)