2023-11-18 12:36:18, 1011 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას France24-ი ავრცელებს.
ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორის, მუჰამედ აბუ სალმიას თქმით, მას 650 პაციენტის, იძულებით გადაადგილებული პირების და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია დაავალეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა განცხადება, რომ ღაზას სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს შენობაში "ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს.
16 ნოემბერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] გამოაქვეყნეს ფოტო და ვიდეომასალა, სადაც მათი განცხადებით, ღაზას სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს სამკურნალო ზონებში აღმოჩენილი აღჭურვილობაა აღბეჭდილი.
აღსანიშნავია ასევე, რომ 15 ნოემბერს, ისრაელის არმიამ ალ-შიფას საავადმყოფოში რეიდი დაიწყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,