02:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 10:05:35, 770 ნახვა

პოლიტიკა
IRI - მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

 IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია.

კითხვაზე, რომელი სახელმწიფოები ქმნიან ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: 

რუსეთი - 77%; თურქეთი - 12%; აშშ - 9%; ირანი - 6%; ჩინეთი - 4%. სომხეთი - 4%; აზერბაიჯანი - 4%; უკრაინა - 3%.

აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა ან უპასუხა "არ ვიცი" გამოკითხულთა 9%-მა. ამავე შეკითხვაზე შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის გაცემა.

IRI-ის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics