02:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 19:34:36, 853 ნახვა

პოლიტიკა
მერია - თბილისის მერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა თემა განიხილეს, მათ შორის დედაქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და 2024 წლის მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნები.

„გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც მნიშვნელოვანწილად მოიტანა სტაბილურობამ და მშვიდობის შენარჩუნებამ. ეს პროგრესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რაც აისახება მოსახლეობაზე და მათი ცხოვრების პირობებზე. ამ პროცესს, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, რისი დიდი მოლოდინიც აქვს საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, პია კაუმამ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული წარმატებები მიულოცა.

„მინდა მოგილოცოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის მიღება. ნამდვილად ვხედავ ქვეყანაში მიმდინარეობს მშენებლობა და ეკონომიკური განვითარება“, - აღნიშნა პია კაუმამ.

შეხვედრას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან ერთად, ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics