2023-11-15 17:47:17, 672 ნახვა
საზოგადოება
ხუციშვილი - 2024 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 1,7 მილიარდი ლარი მიიმართება
2024 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 1,7 მილიარდი ლარი. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
ხუციშვილის თქმით, 2024 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 1,7 მილიარდი ლარი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლებიდან დაფინანსდება 450 მლნ ლარის პროექტები, მათ შორის:
- რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში გათვალისწინებულია 450 მლნ; ლარი;
- თბილისის კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 539 მლნ ლარი;
- მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროექტებზე მიიმართება 266 მლნ ლარი;
- მაღალმთიანი დასახლებების ფონდის ფარგლებში, კი მიიმართება 20 მლნ ლარი.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),