|
2023-11-15 16:37:24, 623 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 2022 წლის 12 ოქტომბერს, როცა ცნობილი გახდა, რომ ევროსაბჭო დეკემბერში აღარ იმსჯელებდა სტატუსის შესახებ, 18 ოქტომბერს დავაფიქსირე, რომ დაპირება ანულირებული იყო
2022 წლის 12 ოქტომბერს, როცა ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში აღარ იმსჯელებდა კანდიდატის სტატუსის შესახებ, 18 ოქტომბერს, აქედან ექვს დღეში დავაფიქსირე, რომ ეს დაპირება იყო ანულირებული გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი დაპირება დეკემბერს უკავშირდებოდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2022 წელს გაცემული დაპირება უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში საბჭოს მიერ შესაძლო მისაღებ გადაწყვეტილებას, თუმცა მაშინ დეკემბერში ევროპულ საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია საქართველოსთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგიდან ეს დაპირება ავტომატურად მოიხსნა. „რაც შეეხება ე.წ. დაპირებას, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. თავის დროზე, როცა ჩვენი დაპირება გაიცა 2022 წელს, ის უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში საბჭოს მიერ შესაძლო მისაღებ გადაწყვეტილებას, თუმცა მაშინ გახსოვთ, დეკემბერში ევროპულ საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია საქართველოსთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგიდან ეს დაპირება ავტომატურად მოიხსნა. 2022 წლის ივლისში გაიცა დაპირება 2022 წლის დეკემბერთან დაკავშირებით. ჩაიარა დეკემბერმა, იმის მერე ერთი წელი ოპოზიციამ ყველაფერი გამოიყენა იმისათვის, რომ ეს რადიკალური დღის წესრიგი გაეგრძელებინა. შესაბამისად, აბსოლუტურად მოხსნილია დღის წესრიგიდან ის დაპირება, რომელიც უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას. ასევე მინდა შეგახსენოთ, 2022 წლის 12 ოქტომბერს უკვე ცნობილი გახდა, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო აღარ იმსჯელებდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამის შემდეგ, 18 ოქტომბერს, მე ბრიფინგზე უკვე დავაფიქსირე, რომ არავითარი ვალდებულება, დაპირება აღარ არსებობდა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)