02:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 09:34:13, 652 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი - მისი ნალაპარაკევი არაფერს ნიშნავს, ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ზურაბიშვილი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან წამის მეასედში გააქრობდა

პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ ნდობაზე. ეს არის კარგი ლაკმუსის ქაღალდი ყველაფერი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ავხსნათ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო რესპუბლიკაში იმ ნდობას, რომელსაც მთავრობა პრეზიდენტს უცხადებს, როდესაც ის საგარეო ურთიერთობებში ქვეყანას წარმოადგენს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილმა შეაფასა სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ  LCI-სთან, რომელშიც პრეზიდენტმა  კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, უპასუხა: "მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა".

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ფორმალურად ქვეყნის პრეზიდენტს წარმოადგენს, მისი ნალაპარაკევი არაფერს ნიშნავს და მადლობა ღმერთს, თორემ, ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ სალომე ზურაბიშვილი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან წამის მეასედში გააქრობდა და  ამ უზარმაზარი, უძლიერესი მეგობარი ქვეყნისგან, რომლის ხელმძღვანელებთან შეხვედრას ცდილობს ბევრი, ერთ ჩვეულებრივ ოპონენტს, მოწინააღმდეგეს, მტერს მივიღებდით. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რაღაც საკუთარი ქვეყნის ლიდერზე ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის წარმომადგენლისთვის ძალიან მძიმე მოსასმენია და ადეკვატურ რეაგირებას იწვევს ხოლმე, ეს ასეა მსოფლიო პოლიტიკაში",- აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილმა, სი ძინ პინზე გაკეთებული განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.

"ასეთი ნაბიჯებით სხვა გზას არ გვიტოვებს თუ არა, რომ ბოდიშები ვიხადოთ. დღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს და მას, პოლიტიკურად აბსოლუტურად თანმიმდევრული "ქართული ოცნების" და ქვეყნის ლიდერს მოუწია საუბარი იმაზე, რომ ჩვენი პრეზიდენტი კი არის [სალომე ზურაბიშვილი], მაგრამ რომ საუბრობს, ენას ძვალი არ აქვს. ძალიან უხერხული მომენტი გამოიწვია ამ ქალბატონის სიტყვებმა",- განაცხადა მათიკაშვილმა POS TV-ის ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics