03:24 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 23:52:39, 966 ნახვა

საზოგადოება
მაკუნა გოჩიაშვილი - წამალი [ვოზორიტიდი] ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინინაშია - ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ

რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინინაშია, - ამის შესახებ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა, მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მაკუნა გოჩიაშვილი წერს, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვები პირველ დოზას ზეგ გაიკეთებენ.

"ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ ზეგამდე რომ არ გითხრათ.

რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინინაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ", - წერს მაკუნა გოჩიაშვილი.

შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, მედიკამენტ "ვოზორიტიდის" შემოტანის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავდნენ. 

5 მაისს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს და სამუშაო ჯგუფს შეუერთდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics