02:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 22:41:17, 651 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის კვლევაზე - 102 პროცენტს რომ დაწერ და ვერ დაიანგარიშებ, საშინელ აგონიას ნიშნავს სიყალბესთან ერთად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ეხმაურება.

მდინარაძის თქმით, „პროცენტებში აირივნენ და 102 პროცენტს რომ დაწერ და ვერ დაიანგარიშებ, ე.ი საშინელ აგონიას ნიშნავს სიყალბესთან ერთად“.

„ჩვენ ხშირად ვატარებთ კვლევებს. მაგალითად, როცა მოგინდება რომ გახარიას პარტიას ორჯერ კი არა, სამჯერ გაუზარდო რეიტინგი შენს კვლევაში, მერე აუცილებლად აიჭრები და ასე აიჭრნენ ამ კვლევის ავტორები და დაუწერეს დაახლოებით სამჯერ მეტი გახარიას. გამიკვირდა, რომ თავად „ნაცმოძრაობას“ დაახლოებით, რაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩვენი ბოლო კვლევებიდან გამომდინარე იგივე მონაცემები აქვს. შეიძლება ცოტა ნაკლები ჰქონდეს, მაგრამ ყველა დანარჩენს მოუმატეს და „ნაცმოძრაობას“ დაუწერეს დაახლოებით ცდომილების ფარგლებში რაც აქვს. „ქართულ ოცნებას“ რაც ჩამოაკლეს ყველაფერი გადაანაწილეს გულუხვად და ამასობაში პროცენტებში აირივნენ და ასი ასორს არ უდრის. 102 პროცენტს რომ დაწერ და ვერ დაიანგარიშებ ელემენტარულად, ესე იგი, საშინელ აგონიას ნიშნავს სიყალბესთან ერთად და ეს მხოლოდ აგონიის ბრალი არ არის, ამ მასშტაბის სიყალბეს რომ ჩადიხარ ვეღარ ალაგებ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics