|
2023-11-13 13:38:01, 588 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ჩუღურეთის რაიონში N125 საბავშვო ბაღის ახალი შენობა დაათვალიერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად ჩუღურეთის რაიონში, N125 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, საბავშვო ბაღს, ახალი ინფრასტრუქტურით, 150-ზე მეტი აღსაზრდელის მიღება შეუძლია. „ვერ წარმოიდგენთ, რა მდგომარეობა იყო 2018 წლამდე ამ ბაგა-ბაღში. ძალიან მძიმე მდგომარეობაში უწევდათ პატარებს ყოფნა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოგვეხდინა, დღეს კი ხედავთ, როგორი თანამედროვე, ახალი ბაღია აშენებული, სადაც დაცულია ყველანაირი სტანდარტი. დღეის მდგომარეობით, აქ 150-მდე ბავშვია რეგისტრირებული, თუმცა ბაღს აქვს რესურსი, უფრო მეტი პატარა მიიღოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, გვინდა, რომ თბილისში ყველა საბავშვო ბაღი იყოს ამ სტანდარტის. ზოგადად, ყველა მშენებლობაში, რომელიც დაწყებული აქვს მუნიციპალიტეტს, აღნიშნული სტანდარტი გათვალისწინებულია. გვინდა, რომ ჩვენი შვილები, მომავალი თაობები განათლებას ასეთი ინფრასტრუქტურის პირობებში იღებდნენ“, - განაცხადა კალაძემ. ოთარ ქინქლაძის ქუჩაზე მდებარე N125 საბავშვო ბაღის ძველი შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო და სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, განხორციელდა მისი დემონტაჟი, მის ნაცვლად კი აშენდა ახალი, თანამედროვე დიზაინის, 5-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების უახლესი სისტემებით; ტერიტორიული სიმცირის გათვალისწინებით, საბავშვო ბაღის ეზო შენობის სახურავზე მოეწყო, სადაც ყველა პირობაა შექმნილი ღია სივრცეში მრავალფეროვანი საბავშვო აქტივობებისათვის. დასრულებული პროექტი ასევე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, დავით მაქაცარიამ, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერეს.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)