04:55 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-11 19:05:21, 932 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას ავიაკომპანია Pegasus იწყებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 22 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თურქული ავიაკომპანიაPegasus-ი დაიწყებს. 

ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევპანდემიამდე დაიწყო, ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. 

"ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus დეკემბრის ბოლოდან, კვირაში3 სიხშირით,  სტამბულის მიმართულებით იფრენს. საბოლოო გადაწყვეტილება  ავიაკომპანიაPegasus-მა სტამბულში, საავიავიო ფორუმ  Routes World-ის ფარგლებში გამართულიმოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.სტამბული არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მზგავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიანმნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, ძალიან წარმატებული იქნება და იმერეთის რეგიონისტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს", - განაცხადაირაკლი ქარქაშაძემ.

თურქული ავიაკომპანია Pegasus ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვისფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. Pegasus წარმატებით ფრენებსთბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან წლებია ასრულებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics