04:55 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-11 17:42:09, 903 ნახვა

საზოგადოება
მხატვრული ფილმის გადაღებების გამო, აღმაშენებლის გამზირის ნაწილსა და ია კარგარეთელის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

„სტუდია-99“ საქართველოში სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს იღებს. ქართულ-უცხოური პროექტი პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს, ბულგარეთის, გერმანიის კინოცეტრებისა და საფრანგეთის „ევრიმაჟის“ ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი გადაღებების გამო, 12, 19 და 26 ნოემბერს დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილსა და ია კარგარეთელის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, 12 ნოემბერს, 07:00-დან 14:00 საათამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას მიხეილ წინამძღვრიშვილის, გიორგი ტოვსტონოგოვისა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.

"19 ნოემბერს, 07:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირისა და ტოვსტონოგოვის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. აღნიშნულ პერიოდში მძღოლები კარგარეთელის, წინამძღვრიშვილის, ტოვსტონოგოვისა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება 26 ნოემბერს, 09:00-დან 17:00 საათამდე, მოძრაობა აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩის კვეთიდან კარგარეთელისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება. შესაბამისად, ავტომობილები აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩის კვეთიდან გადაადგილებას აღმაშენებლის გამზირსა და ტოვსტონოგოვის ქუჩის საშუალებით შეძლებენ. 

დროის აღნიშნულ მონაკვეთში კერძო ავტომანქანების მძღოლები ასევე, იმოძრავებენ წინამძღვრიშვილის ქუჩიდან ტოვსტონოგოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით,  საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი მოძრაობის სქემა არ შეიცვლება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics