07:59 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 19:46:41, 809 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის საგარეო - ევროკომისიის ანგარიში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე უსამართლო და მიკერძოებულია

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე უსამართლო და მიკერძოებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ევროკომისიამ ანგარიშში გააკრიტიკა თურქეთის "სერიოზული უკანდახევა" დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით.

"ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ უსაფუძვლო პრეტენზიებს და უსამართლო კრიტიკას, განსაკუთრებით პოლიტიკურ კრიტერიუმებსა და სასამართლო და ფუნდამენტურ უფლებათა თავთან დაკავშირებით', - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი არ იცავს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პრინციპებს ტერორიზმთან ბრძოლაში.

თურქეთის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრალდებები უსამართლოა და ხაზი გაუსვა "ევროკავშირის მიდგომის არაგულწრფელობას და მკაფიო ორმაგ სტანდარტს" და დასძინა, რომ ფუნდამენტური უფლებების საკითხები ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი სადავოა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics