|
2023-11-07 15:34:39, 568 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ქურასბედიანმა კიშინიოვში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა, მონაწილეობა მიიღო მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - United4Moldova, რომელიც კიშინიოვში გაიმართა. ღონისძიებაში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის ევროპულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ქურასბედიანმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და "ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე" ისაუბრა. „გასულ წელს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილება იყო, თუმცა, ამან სათანადოდ ვერ ასახა საქართველოს მიღწევები და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ამდენად, ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისია სამართლიან შეფასებას მისცემს საქართველოს პროგრესსა და ძალისხმევას და დეკემბერში ევროპული საბჭო კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს. ევროკავშირის მხრიდან დროული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და ის ასევე პრინციპულია ევროკავშირის, როგორც გეოპოლიტიკური აქტორის სათანადო პოზიციონირებისთვის“, - განაცხადა სალომე ქურასბედიანმა. მან კონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ყოველთვის მიისწრაფოდა და მიისწრაფვის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. „საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი ცივილიზებული, ისტორიული არჩევანი. 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველო რეფორმების და სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით ლიდერ ქვეყნად ჩამოყალიბდა. ჩვენი არსებითი პროგრესი ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე დადასტურდა თებერვალში გამოქვეყნებული ევროკომისიის ანგარიშში და მუდმივად დასტურდება სხვადასხვა ავტორიტეტული გლობალური რეიტინგებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი უკვე 30 წელზე მეტია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპაციის პირობებში ხდება”, - განაცხადა სალომე ქურასბედიანმა. კონფერენციაში მონაწილე დელეგაციებმა მოლდოვას რესპუბლიკის ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღეს. ღონისძიებაში ქართული მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, მოლდოვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან დიასამიძე, საელჩოს უფროსი მრჩეველი მამუკა ქურასბედიანი.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)