07:49 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 15:26:57, 1051 ნახვა

სამართალი
გაქცეული პატიმრის ძმას, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, გაქცეული პატიმრის ძმას, ავთანდილ თათარაშვილს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმის პროკურორის, ლაშა ამირანაშვილის განცხადებით, ავთანდილ თათარაშვილმა გაქცეული პატიმრები ტანსაცმლით, საკვებით, ღამის გასათევით და მობილური ტელეფონით უზრუნველყო.

"გახლავთ დაკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. უზრუნველყო ისინი [გაქცეული პატიმრები] ტანსაცმლით, საკვებით, ღამის გასათევით და ასევე, მობილური ტელეფონით. ტელეფონში გახლავთ იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ კომუნიკაცია იყო შემდგარი ბრალდებულსა და მსჯავრდებულებს შორის", - განაცხადა ამირანაშვილმა.

შეგახსენებთ, "ავერსის" კლინიკადან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. 2 ნოემბერს, სამივე გაქცეული დააკავეს.

ამავე დღეს, სამართალდამცველების მიერ საბადრაგო ჯგუფის უფროსის, ივერი ნატროშვილის დაკავებაც მოხდა. მას 3 ნოემბერს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, 4 ნოემბერს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

4 ნოემბერს, პატიმრების გაქცევის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით გაქცეული პატიმრის ძმის, ავთანდილ თათარაშვილის დაკავება მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics