14:47 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 11:31:42, 1572 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი 128-ე ბრიგადაზე - ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ოლქში 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებული ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიებამ საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი, თუ როგორ მოხდა ტრაგედია და ვისი ბრძანებები იყო არასწორი.

„ჩემი სამძიმარი დაღუპული მეომრების ყველა ნათესავსა და ახლობლებს. ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. თავდაცვის მინისტრმა, უმეროვმა მაცნობა ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია მომხდარის ყველა გარემოების გასარკვევად, კონკრეტულად ვინ და რა განკარგულებებს იძლეოდა.

ტრაგედიის ფაქტზე დარეგისტრირდა ასევე სისხლის სამართლის წარმოება. გრძელდება შესაბამისი გამოძიება. მთავარია, დადგინდეს სრული სიმართლე იმის შესახებ, რაც მოხდა და მსგავსი მეტი არ დავუშვათ. თითოეულმა სამხედრომ საბრძოლო მოქმედებების ზონაში იცის, როგორ უნდა მოიქცეს ღია ცის ქვეშ, როგორ იზრუნოს უსაფრთხოებაზე“,- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

"უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, 3 ნოემბერს, დაახლოებით, 10:00 საათზე, ზაპოროჟიეს ოლქის ფრონტისპირა სოფელში 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადაზე რუსეთმა თავდასხმა განახორციელა. იერიშს, რომელიც სავარაუდოდ, არტილერიის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე მოხდა, 20-ზე მეტი ჯარისკაცი ემსხვერპლა. 

4 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა უწყების გენინსპექციას ტრაგედიის გამოძიება დაავალა. მომხდარის გამო გამოცხადდა სამდღიანი გლოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics