09:25 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 10:46:03, 895 ნახვა

მსოფლიო
„ხალხმა უნდა იცოდეს ტერორისტების ველურობის შესახებ“ - ბორის ჯონსონი ისრაელში, კიბუც კფარ აზაში იმყოფებოდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ისრაელს ეწვია და ქვეყნის სამხრეთში მდებარე დასახლებები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯონსონი იმყოფებოდა კიბუც კფარ აზაში, სადაც 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან შეჭრილმა "ჰამასის" წევრებმა, დაახლოებით, 100 ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს.

როგორც ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის, რაც მან კფარ აზაში ნახა, "საშინელი" იყო.

"ხალხმა უნდა იცოდეს "ჰამასის“ ტერორისტების ველურობის, სადიზმის შესახებ. რა თქმა უნდა, სწორია, რომ ისრაელმა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ამის თავიდან ასაცილებლად“,- აღნიშნა ჯონსონმა.

კითხვაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს შეეხებოდა, ჯონსონმა პასუხად თქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას არ ევალება, ისრაელს უთხრას, როგორ მოიქცეს.

"როცა 240 მძევალია, როცა ამ მასშტაბის დანაშაულია ჩადენილი და როცა არსებობს ამის განმეორების შესაძლებლობა, არ მგონია, რომ მსოფლიოს საქმეა, ისრაელს უთხრას, შეწყვიტოს“,- თქვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics