08:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 17:31:25, 663 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ვინც კანდიდატის სტატუსის მონიჭებას ეწინააღმდეგება, არა საქართველოს, არამედ სააკაშვილის მეგობრები არიან

ჩვენთვის კანდიდატობის სტატუსის მონიჭებას ვინც ეწინააღმდეგება, შეიძლება, მხოლოდ ის ჯგუფები იყვნენ, რომლებიც არიან არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ამბავი უკვე დიდი ხანია გარკვეულია".

"მიხეილ სააკაშვილის ამბავი უკვე დიდი ხანია, გარკვეულია და ვინც სკეპტიციზმით იყო განწყობილი, მათთვის ეს გარკვეულია მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა თავისი ვერდიქტი და ამხილა, რომ ყველა ეს ინფორმაცია, თითქოს მას არ ჰქონდა სათანადო სამედიცინო დახმარება, ეს ყველაფერი იყო ტყუილი და სულ მცირე ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც თუ არ ვცდები, ამ წლის მაისში იყო, მაისის შემდეგ ყველასთვის არის ცხადი. ის, ვინც უარყოფს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უარყოფს რეალობას. ჩვენ გვქონდა შეხვედრები, მეც პირადად, გვაქვს ვიზიტები და ამ საკითხთან დაკავშირებით არავისთან კითხვები აღარ არის.

რაც შეეხება მხარდაჭერას, დარწმუნებული ვარ, ყველა ის ქვეყანა და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს, ყველა მხარს დაუჭერს ჩვენი კანდიდატობის სტატუსს. ვინც ეწინააღმდეგება ამ სტატუსს, მხოლოდ ის ჯგუფები შეიძლება, იყვნენ, რომლებიც არიან არა საქართველოს მეგობრები, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics