2023-10-29 13:53:29, 703 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი - მრცხვენია გაეროს გამო - მოდი, დავტოვოთ ის
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნეხოვა გაეროს, ისრაელი-"ჰამასის" კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის გამო აკრიტიკებს.
ჩერნეხოვა ჩეხეთს ორგანიზაციის დატოვებისკენ მოუწოდებს.
„ზუსტად სამი კვირის წინ, „ჰამასმა“ 1 400-ზე მეტი ისრაელელი მოკლა - ეს უფრო მეტია, ვიდრე „ალ-ქაიდამ“ 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მოკლა.
მრცხვენია გაეროს გამო. ჩემი აზრით, ჩეხეთი არაფერს უნდა ელოდოს ორგანიზაციისგან, რომელიც მხარს ტერორისტებს უჭერს და თავდაცვის ძირითად უფლებას პატივს არ სცემს. მოდი, დავტოვოთ ის“,- ამბობს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი.
ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 45-მა თავი შეიკავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,