|
2023-10-27 19:06:32, 887 ნახვა
პოლიტიკა
სამიტის დასკვნითი განცხადება - EU უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან მუშაობას გააგრძელებს
ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას. ამის შესახებ ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი. დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭო გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნავენ, რომ ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა გაგრძელდება იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება. საბჭოს განცხადებით, რუსეთი პასუხისმგებელია უკრაინის წინააღმდეგ ომის შედეგად მიყენებულ მასშტაბურ ზარალზე. "რუსეთმა და მისმა ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომისა და საერთაშორისო სამართლის სხვა უმძიმესი დანაშაულებისთვის", - ნათქვამია დასკვნით დოკუმენტში. დოკუმენტში ასევე ხაზგასმით არის საუბარი სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე. „აგრესიის ომის წარმოების რუსეთის უნარი კიდევ უფრო უნდა შესუსტდეს, მათ შორის სანქციების გამკაცრების გზით, მათი სრული და ეფექტიანი იმპლემენტაციითა და მათი გვერდის ავლის აღკვეთით, განსაკუთრებით, მაღალი რისკის საქონლის, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)