12:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 15:16:38, 672 ნახვა

პოლიტიკა
ორბანი - ყველა სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს

ყველა სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინელები ფრონტის ხაზზე ვერ გაიმარჯვებენ,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანის თქმით, ევროკავშირის სტრატეგია უკრაინასთან დაკავშირებით ჩავარდა.

"ევროკავშირის სტრატეგია უკრაინასთან დაკავშირებით ჩავარდა. დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერ ბედავს. ყველა სამხედრო ექსპერტი ამბობს, უკრაინელები ფრონტის ხაზზე ვერ გაიმარჯვებენ, ამიტომ საჭიროა, გეგმა "ბ" და როდესაც ამ გეგმის ღირებულებას დავიანგარიშებთ, შემდეგ შეგვეძლება, რომ ხარჯები გავინაწილოთ. უკრაინისთვის დამატებით 20 მილიონის გაგზავნის გეგმა არ იყო კარგად შემუშავებული და ვერ გამოდგებოდა სერიოზული მოლაპარაკებების საფუძვლად, ამიტომ ვთქვით მასზე უარი. საკმაოდ სერიოზული ბრძოლა იყო, განსაკუთრებით უკრაინის თემაზე",- აცხადებს ორბანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics