|
2023-10-27 14:20:03, 663 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - პუტინმა დამადანაშაულა, რომ მე დავუშალე დსთ - ვამაყობ, რომ ამაში წვლილი მართლაც მიმიძღვის
ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა პირდაპირ იმაში, რომ მე დავუშალე დსთ და ვამაყობ ამით, რომ მართლაც მიმიძღვის ამაში წვლილი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა თქვა, პუტინის მიერ მისი დადანაშაულება "პირდაპირ მიუთითებს, თუ ვისი მითითებით არის საქმე აღძრული". "დღევანდელ სასამართლოსთან პირდაპირ კავშირშია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა ამასწინათ დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა პირდაპირ იმაში, რომ მე დავუშალე დსთ და ვამაყობ ამით, რომ მართლაც მიმიძღვის ამაში წვლილი და ეს პირდაპირ უკავშირდებოდა იმ მოვლენებს, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდს, რომელსაც თქვენ არჩევთ ამ ე.წ. სისხლის სამართლის საქმის გარჩევისას. ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, ტერიტორიების დამპყრობელი და მისი მხრიდან ასეთი პირდაპირი დადანაშაულება ჩემი, პირდაპირ მიუთითებს, თუ ვისი მითითებით არის ეს საქმე აღძრული. თქვენ იცით, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე არის სანქცირებული როგორც ფსბ-ს აგენტი და ყველაფერი გასაგებია, თუკი, ვინმეს რამეს გაგება უნდა",- ამბობს ექსპრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)