2023-10-27 11:03:38, 685 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში ჰამასის სამხედრო მეთაურები მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში ელიტარული Hamas Tafah ბატალიონის მეთაურები მოკლეს.
ისრაელის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს ჰამასის ბატალიონის მეთაურიები: რაფატ აბასი, მისი მოადგილე იბრაჰიმ ჯადბუ და საბრძოლო და ადმინისტრაციული დახმარების განყოფილების მეთაური ტარეკ მაარუფი. ისინი ორგანიზაციის საბრძოლო ფრთის ვეტერანები იყვნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ ისრაელზე მრავალ თავდასხმაში, მათ შორის 7 ოქტომბერს.
ბოლო სარაკეტო თავდასხმა ისრაელის ცენტრზე, ტერორისტებმა სწორედ ვეტერანი ჰამასის მებრძოლების ლიკვიდაციის შემდეგ შურისძიების სახელით განახორციელეს.
ცაჰალის ქვედანაყოფებმა, წუხელ, ისევე როგორც წინა დღეებში - სახმელეთო გზით, ღაზას სექტორში, განახორციელეს შეზღუდული, მაგრამ სტრატეგიული დაზვერვითი სამუშაოები.
"სახმელეთო გზით, სპეცოპერაციის ფარგლებში, ისრაელის ჯარის შესვლა ანკლავში მომავალ დღეებშიც გაგრძელდება,"- აცხადებს დანიელ ჰაგარი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,