15:57 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 16:56:03, 526 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი EIB-ის დირექტორს, ლიონელ რაპაის შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო ოპერაციების დირექტორს, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლოს მიმართულებით, ლიონელ რაპაის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა.

"საუბარი შეეხო ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებს.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ბანკთანთანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება ერთობლივი მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმართულებით და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics