|
2023-10-23 17:52:02, 902 ნახვა
მსოფლიო
ბერბოკი - თუ ღაზადან ტერორიზმი გაგრძელდება, ჰუმანიტარულ კატასტროფას ვერ ავიცილებთ
ჩვენ ვერ ავიცილებთ ჰუმანიტარულ კატასტროფას, თუ ღაზადან ტერორიზმი გაგრძელდება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. ბერბოკის თქმით, ისრაელელებსა და პალესტინელებს მშვიდობიანად ცხოვრება შეუძლიათ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ "ღაზაში ორი მილიონი ადამიანის წარმოუდგენელი ტანჯვა შემსუბუქდეს". "ჩვენ ვერ ავიცილებთ ჰუმანიტარულ კატასტროფას, თუ ღაზადან ტერორიზმი გაგრძელდება. ტერორიზმი თუ გაგრძელდება, არ იქნება უსაფრთხოება, არ იქნება მშვიდობა არც ისრაელისთვის და არც პალესტინისთვის. ჩვენ გვჭირდება გზა ხვალინდელი დღისთვის, ეს ნიშნავს, რომ ვიფიქროთ, როგორ შეიძლება, ღაზაში მშვიდობა და უსაფრთხოება დადგეს. ევროკავშირისა და გერმანიისთვის ცხადია, რომ ისრაელელებსა და პალესტინელებს შეუძლიათ, იცხოვრონ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ, ტერორიზმისგან და ადამიანური ტრაგედიისგან თავისუფლად, მხოლოდ ორი სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამავდროულად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ღაზაში ორი მილიონი ადამიანის წარმოუდგენელი ტანჯვა შემსუბუქდეს. ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას", - განაცხადა ბერბოკმა. ცნობისთვის, 20 ოქტომბერს ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)