|
2023-10-21 18:01:38, 749 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის პარკმა ღვინის ფესტივალს „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ უმასპინძლა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ თბილისში, მთაწმინდის პარკშიგაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ღონისძიებაზე, ძირითადად, დამწყები მარნები იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედსაშუალო და მცირე საოჯახო მარნების განვითარების ხელშეწყობაა. "მცირე მარნების სეგმენტი, ბოლო წლებში, აქტიურად ვითარდება. დღეს უკვე ასობით ახალიღვინის მარანი ფუნქციონირებს, რომლებიც აწარმოებენ გამორჩეული ხარისხის ღვინოს, რაციზიდავს ტურისტებსა და ღვინის მოყვარულებს. მცირე მარნების განვითრების გარეშე, ქართული მეღვინეობის განვითარება წარმოუდგენელია. მისასალმებელია, რომ მცირემარნები ვითარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ამ ფესტივალზე თვალსაჩინოა. ფესტივალი რომ დიდ ინტერესს იწვევს, ამაზე როგორც წლევანდელი მონაწილე მარნების, ისესტუმრების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ პირველად 2016 წელს ჩატარდა. თავდაპირველად მონაწილეების რაოდენობა 20-მდე იყო, წელს კი, ფესტივალზე 40-მდეღვინის მწარმოებლის პროდუქცია იყო წარმოდგენილი საქართველოსმევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონიდან. ფესტივალში მონაწილეობა მარნებსსაშუალებას აძლევს, გაზარდონ ცნობადობა და უფრო მეტ ღვინის პროფესიონალს მიეცესმათი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საქართველოსსხვადასხვა სტილის ღვინოები, მიეღოთ მარნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)