2023-10-21 10:03:45, 763 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოშიუკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში, მდინარე ენგურზე, მოქალაქეები ხისკონსტრუქციის ნავიდან, ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტზეგამოვლინდნენ. აღნიანულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობისდეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, სამართალდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 14,3 კგ. კეფალისსახეობის თევზი.
„უკანონოდ მოპოვებული თევზი და თევზჭერის აკრძალული საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირებისმიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),