|
2023-10-20 11:42:51, 605 ნახვა
საზოგადოება
„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ვაჭრობის პანელს BBC News-ის ეკონომიკური მიმომხილველი ენდრიუ ვერითი გაუძღვება
არაერთი ჯილდოს მფლობელი, BBC News-ის ბრიტანელი ჟურნალისტი ენდრიუ ვერითი, 26 ოქტომბერს, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მოდერატორობას გაუწევს პანელს „ვაჭრობა მომავლისთვის”. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენდრიუ ვერითი BBC News-ზე, რადიოსა და ტელევიზიაში ეკონომიკის, ფინანსებისა და ბიზნესის თემებს აშუქებს. „ვერითი მუშაობს ისეთი ცნობილი ბრიტანული პროგრამებისთვის, როგორებიცაა Panorama, BBC Newsnight, BBC Radio4, BBC News-ის და სხვა. ბიზნესსამყაროში ის კარგად არის ცნობილი როგორც არამხოლოდ პროფესიონალი ჟურნალისტი, არამედ როგორც გამოცდილი და კვალიფიციური მოდერატორი. BBC-ზე კარიერა ფინანსურ კორესპონდენტად დაიწყო გადაცემაში Personal Finance, სადაც წლის საუკეთესო ჟურნალისტისა და გადაცემის ჯილდოს მფლობელი გახდა. 8 წლის განმავლობაში ვერითი BBC-ზე ასევე უძღვებოდა ყოველდღიურ ფინანსურ რადიოპროგრამას და პოდკასტს - Wake up to Money. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26-27 ოქტომბერს თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება. ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება - ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. იგი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო თუ რეგიონალურ დონეზე.“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)