2023-10-20 10:05:15, 816 ნახვა
მსოფლიო
რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა, რათა კოლეგებთან ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება განიხილოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ეგვიპტეში ვიზიტისას, სუნაკი რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობას განიხილავს.
„რიში სუნაკი განიხილავს რეგიონული ესკალაციის და მშვიდობიანი მოსახლეობის შემდგომი დანაკარგის თავიდან აცილების აუცილებლობას“, - აცხადებენ ბრიტანეთის პრემიერის ოფისში.
ცნობისთვის, მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ-სალმანს შეხვდა და საუდის არაბეთს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის ხელშეწყობისკენ მოუწოდა.
ამასთან, გუშინ, 19 ოქტომბერს რიში სუნაკი ისრაელს ეწვია და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,