2023-10-20 09:41:00, 692 ნახვა
მსოფლიო
CNN - ჯო ბაიდენი ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად კონგრესს მიმართავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, 20 ოქტომბერს კონგრესში სპეციალურ მოთხოვნას გაგზავნის, რომელიც ისრაელისა და უკრაინისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას გულისხმობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ბაიდენის თქმით, კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ფინანსირებას მოხმარდება, რათა ქვეყანამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორების, მათ შორის ისრაელის და უკრაინის მხარდაჭერა შეძლოს.
"ეს არის რაციონალური ინვესტიცია, რომელიც ამერიკულ უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში დივიდენდებს მოუტანს. დაგვეხმარეთ, დავიცვათ ამერიკული ჯარი საფრთხისგან. დაგვეხმარეთ, ავაშენოთ უფრო უსაფრთხო, მშვიდობიანი და წარმატებული მსოფლიო ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის", - განაცხადა ბაიდენმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,